LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota–მ იაპონიაში მომავლის ქალაქის მშენებლობა დაიწყო

52
japantoyota

კომპანია Toyota იაპონიაში ჭკვიან ქალაქს ააშენებს. დასახლება ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის დარგში შექმნილი ახალი ტექნოლოგიების გამოსაცდელი ადგილი გახდება.

როგორც გამოცემა The Independent იუწყება, ქალაქს Woven City–ს ანუ ნაჭრის ქალაქს დაარქმევენ და ის ტოკიოდან 100 კილომეტრის მოშორებით განთავსდება. მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური სივრცე 71 ჰექტარზე გადანაწილდება.

ავტომწარმოებელი გეგმავს, რომ ნაჭრის ქალაქში სამი ტიპის გზა დააგოს, საფეხმავლო, ელექტროსკუტერებისთვის და ავტომობილებისთვის. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ავტომობილთა უმრავლესობა რაღა თქმა უნდა, ელექტრონულ აგრეგატზე იმუშავებს და თავად Toyota–ს წარმოების იქნება.

დასაწყისისთვის ქალაქში 360 ადამიანი დასახლდება, ცალკე სივრცე გამოიყოფა Toyota–ს თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის. ეს ადამიანები ჭკვიან სახლებში იცხოვრებენ, სადაც რობოტექნიკას ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.

ხელოვნური ინტელექტი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას და სხვა აუცილებელ პარამეტრებს გააკონტროლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები