LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საავტომობილო მარკაა

93

სპეციალისტებმა საავტომობილო ბაზრის ანალიზი ჩაატარეს და დედამიწაზე ყველაზე პოპულარული საავტომობილო ბრენდები გამოავლინეს. კვლევაში პორტალ Focus2Move-ის ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას.

პირველი ადგილი იაპონურ ბრენდს, Toyota-ს ერგო, რომელმაც 2018 წლის პირველ კვარტალში 2 140 000 ეგზემპლარი გაყიდა.

მეორე ადგილი Volkswagen-მა დაიკავა, რომელმაც 1 740 000-იანი ტირაჟით მოახერხა ავტომობილების გაყიდვა.

ტოპ სამეულს 1 141 000 გაყიდული ავტომობილით Ford ასრულებს.

პირველ ხუთეულში ასევე 1 260 000 გაყიდული ერთეულით Nissan და 1 120 000 რეალიზებული ავტომობილით Honda შედიან.

ტოპ ათეულში ასევე Hyundai შევიდა, რომელმაც 2018 წლის პირველ კვარტალში 1 050 000 ავტომობილი გაყიდა.

მეშვიდე პოზიცია 962 000 ერთეულით Chevrolet-ს ერგო, KIA კი 688 000 გაყიდული ავტომობილით მერვე პოზიციაზე გავიდა. ჩამონათვალს ფრანგული Renault აგრძელებს, რომელმაც 667 000 ავტომობილის რეალიზაცია მოახერხა. დედამიწაზე ყველაზე პოპულარული საავტომობილო ბრენდების ჩამონათვალს Mercedes-Benz ასრულებს, გაყიდული 657 000 ერთეულით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები