LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ციფრი: რამდენი ავტომობილი გამოუშვა Hyundai-მ დაარსებიდან დღემდე

105
რამდენი ავტომობილი გამოუშვა Hyundai-მ დაარსებიდან დღემდე

Huyndai-მ დაასახელა, თუ რამდენი მანქანა ააწყო დაარსების დღიდან დღემდე. სამხრეთ კორეულმა კომპანიამ, რომელიც 1967 წელსაა დაარსებული, რამდენიმე დღის წინ მნიშვნელოვანი თარიღი – 100 მილიონი ავტომობილის გამოშვება იზეიმა. საიუბილეო მანქანა ეს იყო ელექტრონული Ioniq 5, რომელიც მეპატრონეს უკვე გადასცეს.

Hyundai-ში დააზუსტეს, რომ პირველი 50 მილიონი მანქანის გამოსაშვებად 46 წელი დასჭირდათ, ხოლო 100 მილიონს 11 წლის შემდეგ გადააჭარბეს. ამჟამად Hyundai-ს სამხრეთ კორეაში მდებარე ქარხნის გარდა, საწარმოები აქვს ჩეხეთში, ინდოეთში, თურქეთსა და აშშ-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები