LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა შესაძლოა გერმანიის ქარხნებიდან 15 ათასი ადამიანი გაათავისუფლოს

108
Volkswagen-მა შესაძლოა გერმანიის ქარხნებიდან 15 ათასი ადამიანი გაათავისუფლოს

Volkswagen გერმანიაში მასშტაბური შემცირებებისთვის ემზადება. ავტოკონცერნი 15 ათასზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას და სამშობლოში რამდენიმე ქარხნის დაკეტვას აპირებს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Volkswagen-ს ამის გაკეთება დამკვირვებელთა საბჭოს გარეშე შეუძლია. მოსალოდნელი პროცესები ავტო გიგანტისთვის დამატებით პრობლემებს გამოიწვევს, 4 მილიარდი დოლარით დააზარალებს და ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაურთულებს.

პროფკავშირებს მხოლოდ ხელფასების გამო შეუძლიათ პროტესტის გამოხატვა, ქარხნების დაკეტვის შემთხვევაში კი ისინი ვერაფერს გააწყობენ. მიუხედავად ამისა, ქარხნების დახურვა Volkswagen-ს მაინც ძალიან ძვირი დაუჯდება.

კომპანია ახლა სერიოზულ კრიზისს გადის: მასზე ზეწოლას ახდენენ კონკურენტები ჩინეთიდან და Tesla, ხოლო ელექტროქარების გაყიდვები, რაც ბოლო წლების მთავარი ინვესტიცია გახდა, სულ უფრო და უფრო მცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები