LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota Prius-ის გაყიდვები არანორმალური სიჩქარით მატულობს

139
toyota prius

ახალი Toyota Prius-ის გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. გასული წლის ნოემბერში წარმოდგენილი ახალი თაობის Prius-მა განახლებული აგრეგატი მიიღო და ძრავს 223 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ახალმა ჰიბრიდმა მყიდველთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორც აშშ-ში გაყიდვების ანგარიშში ჩანს, 2024 წლის პირველ ნაწილში Prius-ზე მოთხოვნა თითქმის 140%-ით გაიზარდა და 13 327 რეალიზებული ეგზემპლარი შეადგინა.

შედარებისთვის 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში Toyota-მ მხოლოდ 5586 Prius-ის გაყიდვა შეძლო.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული კვარტალი Toyota-ს ჩრდილო ამერიკული დანაყოფისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მთლიანობაში 565 098 მანქანის რეალიზება მოხერხდა და გაყიდვების ზრდაზე გავლენა იქონიეს ასევე RAV4-მა, Corolla-მ და Corolla Cross-მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები