LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-ს ახალი Land Cruiser, რომელიც რეტრო სტილშია შესრულებული

122
Toyota-land-cruiser

კომპანია Toyota-მ ახალი Land Cruiser-ის პირველი გამოსახულება გაავრცელა და სიახლე რეტრო სტილშია შესრულებული. ყველგანმავალი პლატფორმას და აგრეგატებს Lexus Gx-თან გაინაწილებს, თუმცა ბევრად უფრო აგრესიული იქნება.

დიდი ალბათობით მოდელებს ძრავათა ვარიაციაც საერთო ექნებათ, რაც იმას ნიშნავს რომ Land Curiser-ს ბიტურბო ძრავა V6-ით აღჭურავენ, ჰიბრიდული აგრეგატით i-Force Max-ისგან. ავტომობილის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი გახდება რეტრო სტილში შესრულებული დიზაინი, რომელიც რაღაცით ლეგენდარულ FJ40-ს მოგაგონებთ.

Land Cruiser-ს ორიგინალური ფარები და განათებები და უფრო მასიური ბამპერი ექნება.

ამერიკულ ბაზარზე მოდელი შემდეგი წლისთვის გამოვა, ხოლო ევროპაში ის შესაძლოა Land Cruiser prado-ს სახელით გაიყიდოს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული ჯერ-ჯერობით არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები