LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე თქვენ დაგასრულებთ – “ნაციონალურმა მოძრაობამ” გახარიას მოსმენა შეწყვიტა (ვიდეო)

399
56c26ee84ac8824b4a05bd7e85abd0bd-XL

პარლამენტში დღეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას უსმენდა, რა დროსაც, ფრაქციის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება სხდომის შეწყვეტის შესახებ.

სხდომის შეწყვეტის მიზეზი, აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებისთვის, პარლამენტის საშვის დაშვების მიუხედავად, შენობაში შესვლის შეფერხება გახდა.

როგორც დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, 20 ივნისის ღამეს დაშავებულ მაკო გომურს არ უშვებენ პარლამენტში, მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად მოუსმინოს “სისხლის სამართლის დამნაშავეს გიორგი გახარიას”.

სალომე სამადაშვილს გიორგი გახარიამ ტრიბუნიდან უპასუხა და აღნიშნა, რომ რაც აქ ხდება არის “ნაციონალური მოძრაობის” სახე. 

პარლამენტში "გავრილოვის ღამის" ამსახველი კადრები გახარიას დიდი ეკრანიდან აჩვენეს [ვიდეო]

ვიდეოს შემდეგ გახარიამ დასვა კითხვა: "რატომ ესროლეს ტყვიები ბავშვებს".

“არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქრთველოს მოქალაქეები. თქვენ ხართ ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში. გირჩევთ თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს შეხედოთ თვალებში,”- აღნიშნა გახარიამ.

დეპუტატის თხოვნა, ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გაითვალისწინა და სხდომა შეწყვიტა, რასაც მთავრობის კაბინეტის წევრობის კანდიდატების მხრიდან აპლოდისმენტები მოყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g