ამერიკელმა ბიზნესმენმა, ჯიმ რონიმ არა მხოლოდ საკუთარი საქმიანობით, არამედ გამონათქვამებითაც გაითქვა სახელი, რომლებიც ბევრისთვის წარმატების მიღწევის საუკეთესო მოტივაცია აღმოჩნდა.
fortuna.ge გთავაზობთ ჯიმ რონის ყველაზე ცნობილ ფრაზებს:
- ფორმალური განათლება გადარჩენაში დაგეხმარება, თვითგანათლება კი, წარმატებას მოგიტანს.
- თუ გამუდმებით საკუთარ მიზანზე იმუშავებ, ერთ მშვენიერ დღეს მიზანი აუცილებლად ამუშავდება შენთვის.
- შესაძლებლობები ოკეანეს ჰგავს, პრობლემა ისაა, რომ ადამიანი ჩაის კოვზით ცდილობს ამ ოკეანის ამოხაპვას.
- წარმატება – რამდენიმე მარტივი წესია, რომელიც ყოველდღე უნდა დაიცვა, მარცხი კი, მხლოდ რამდენიმე შეცდომაა, რომელიც ყოველდღე გინდა დაუშვა.
- საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხშირად სამოქალაქო ომს ჰგავს, რომელიც შენში ხდება.
- რა თქმა უნდა ერთ დღეში ვერ შეცვლი საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ შეგიძლია შეცვალო გზა, რომელსაც არსაით მიყავხარ.
- სადაც არ უნდა აღმოჩნდე, ეცადე, ყველგან შენი ადგილი მონახო.
- თუ გინდა ისწავლო სწორად მოქმედება, ჯერ არასწორად უნდა იმოქმედო.
- დიდი წარმატების თითქმის ყველა ისტორია პატარა მარცხით იწყება.
- იცხოვრე ისე, თითქოს უკვე მიაღწიე წარმატებას და წარმატებას თვითონ მოუნდება შენთან ცხოვრება.
- ყოველთვის გაქვს არჩევანი – ან უბრალოდ იცხოვრო, ან თვითონ შექმნა საკუთარი ცხოვრება.
- საკუთარ თავს მხოლოდ ორ შემთხვევაში ვღალატობთ – შთაგონებული ან სასოწარკვეთილი.
- როცა რაიმეს მიღწევა გინდა, ზუსტად იმდენით უნდა გარისკო, რამდენის მიღებაც გინდა.
- მომავლის ორი ხედვა არსებობს – ან შიშით უყურებ, ან აზარტით.
- წარმატებულ ადამიანებს დიდი ბიბლიოთეკა აქვთ, საშუალოებს დიდი ტელევიზორი.
- ფორმალური განათლება თავის რჩენის საშუალებას მოგცემთ, თვითგანათლება კი წარმატებამდე მიგიყვანთ.
- ან თქვენ გაუსწრებთ, დროს ან დრო გაგისწრებთ თქვენ.
- საკუთარ თავზე მეტი იმუშავეთ, ვიდრე სამსახურში საქმეზე მუშაობთ.
- არ შეუერთდე საშუალო დონის ადამიანთა გუნდს. თქვენ იქ ვერ გაიზრდებით. წადით იქ სადაც მოთხოვნები და მოლოდინება ძალიან მაღალია.
- დრო ყველაზე ძვირაფსია რამაა. ყოველ დღე ერთი დღით ნაკლები გრჩებათ, ასე რომ დარწმუნდით რომ დროს ჭკვიანურად იყენებთ