LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ შექმენით ისტორია! ვულოცავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ წარმატებას“ – აშშ-ის საელჩო

132
Untitled design (1)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას აშშ-ის საელჩო ეხმიანება.

„ჩვენ შევქმენით ისტორია“ – საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

საელჩო ნაკრებს ისტორიულ წარმატებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ნაკრებმა ისტორია შექმნა:

„ვულოცავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ წარმატებას და პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას!

ამერიკის საელჩო ამაყობს, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალგაზრდა კალათბურთელთა მხარდაჭერის საქმეში.

თქვენ შექმენით ისტორია!“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

„მეამაყება, რომ ჩემი ხალხის გახარების საშუალება მომეცა” – თორნიკე შენგელია

რა ხდებოდა თბილისი არენაზე, სადაც საქართველომ ისტორიული შედეგი დაწერა – სალომე ღვინიაშვილი ემოციურ კადრებს გვიზიარებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები