ცნობილმა პორტალმა Whoscored.com-მა ახლახან დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ამ გუნდში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა პორტუგალიის ნაკრებს ჰყავს, თუმცა მხოლოდ ორი ფეხბურთელი.
მსოფლიოს ჩემპიონატის იმედგაცრუებელთა გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: დავიდ დე ხეა (ესპანეთი);
მცველები: ფიოდორ კუდრიაშოვი (რუსეთი), ნიკოლას ტალიაფიკო (არგენტინა), ვიქტორ ლინდელოფი (შვედეთი), ედსონ ალვარესი (მექსიკა);
ნახევარმცველები: იანიკ ფერეირა-კარასკო (ბელგია), მაკოტო ჰასებე (იაპონია), სებასტიან ლარსონი (შვედეთი), ბერნარდო სილვა (პორტუგალია);
ფორვარდები: გონსალო გედეში (პორტუგალია), რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი).