LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენი აზრით და ჭკუით არავინ იცხოვრებს.. რატომ უნდა დახარჯოთ საუკეთესო წუთები სხვისი ცხოვრების კონტროლში.. ამდენი დრო საკუთარი თავის განვითარებას დაუთმეთ, წიგნი იკითხეთ..“ – მამა პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს

BeFunky-collage (7)

ლონდონში მყოფი მამა პეტრე კოლხის მიერ რამდენიმე დღის წინ ფეისბუკგვერდზე განთავსებულმა ფოტოებმა, სადაც მას ანაფორა არ აცვია, არაერთგვაროვანი გამოხმაურებები გამოიწვია.

„არც ანაფორის გარეშე სიარულია დანაშაული… დანაშაული ანაფორაში ჩამალვაა!..“ – მამა პეტრე კოლხის ფოტო, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა

აღნიშნულს მამა პეტრე კოლხმა მოგვიანებით, მის მიერ დაწერილი ლექსით უპასუხა.

„სულ არ მადარდებს, რას იტყვიან ჩემზე ისინი..“ – რას წერს მამა პეტრე კოლხი

ახლახან კი გაავრცელა ვრცელი მიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დატკბით ცხოვრებით, ის ერთი ამოსუნთქვაა… ერთხელ იბადებით, ერთხელ კვდებით… რატომ უნდა დახარჯოთ საუკეთესო წუთები, სხვისი ცხოვრების კონტროლში. რატომ უნდა დაუთმოთ უსაზღვროდ დიდი დრო, სხვების განხილვას და კონტროლს.

ძალიან ინანებთ, ძალიან გული დაგწყდებათ, უკან მოიხედავთ და ხელში აღარაფერი შეგრჩებათ, ცარიელი, უაზროდ გადაღლილი და ჰაერში გაფანტული წლების გარდა.

თქვენი აზრით და ჭკუით არავინ იცხოვრებს… უკეთესი იქნება, თქვენც არ იცხოვროთ… მით უმეტეს თავისუფალი სულის ადამიანს, ვისაც ინტელექტიც მაღალი აქვს, გონებაც და განათლებაც, კოლექტიური აზროვნების ჩარჩოში ვერასდროს გამოამწყვდევთ…

სრულიად უსაფუძვლოდ ნერვებს იშლით, გულს იხეთქავთ, ისტერიკაში ვარდებით, მაგრამ მას, ვისაც ყველა ბრუნვაში ატრიალებთ, მხოლოდ მოტივაციას აძლევთ და ინტერესს უღვივებთ, ხელი ევერესტიდან დაგიქნიოთ… იქ კი, არავის ხმა აღწევს, არც ქვების და ტალახის სროლა წვდება, უკან გიბრუნდებათ და ისევ თქვენ ზარალდებით…

ჰო, კიდევ შურს ებრძოლეთ… რაც არ უნდა აღმართოთ ხელები ცისკენ, ღმერთს ვერ იგრძნობთ, თუ შურით დამძიმებულები და გათანგულები დააბიჯებთ…

გარეგნულად ყველას ეტყობა, სინამდვილეში ვის რა ამძიმებს… ჩვენ რეალობაში, ძალიან პატარა ასაკში ბერდებიან, რაც ასაკის სიმრავლით არა, სხვისი ცხოვრების ჩასაფრებით და განხილვით არის გამოწვეული.

ამდენი დრო საკუთარი თავის განვითარებას დაუთმეთ. წიგნი იკითხეთ, მუსიკას მოუსმინეთ, საინტერესო ფილმები ნახეთ… მერე მიხვდებით , ერთი ანაფორა არა, ასი ვერ აცხოვნებას ადამიანს, თუ ის შინაგანად სუფთა, წრელი და ნამდვილი არ არის…

დატკბით ცხოვრებით, ის ერთი ამოსუნთქვაა… ერთხელ იბადებით, ერთხელ კვდებით… რატომ უნდა დახარჯოთ საუკეთესო წუთები, სხვისი…

Posted by Petre Kolxi on ხუთშაბათი, 16 ნოემბერი, 2023

ბედნიერება საკუთარი თავის პოვნაშია…ეძებეთ ის…“, – წერს პეტრე კოლხი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g