თეთრი ხალათებით, პირბადეებით, ფარებით ან სპეციალური ეკიპირებით მარტივად იცნობთ ჩვენი დროის მთავარ გმირებს, ადამიანებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში, ხშირად რამდენიმე დღე გადაბმულად, მუშაობენ იმისთვის, რომ კორონავირუსის ეპიდემიას გაუმკლავდნენ.
ექიმი გმირია – ამ წარწერას ხშირად ვხვდებით სოციალურ ქსელში და ვცდილობთ მათ მიმართ გამოვხატოთ სოლიდარობა. კორონავირუსის წინა ხაზზე მებრძოლთა ფოტოებს ამჯერად, ბათუმის სამედიცინო პორტალი აქვეყნებს.
“თქვენს წინაშეა უშიშარი გოგონები…
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ განყოფილების ექთნის დამხმარე, მომავალი ექიმი, სამედიცინო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი- მარი სურმანიძე!
კოვიდ განყოფილების გამოცდილი და გამორჩეული ექთანი- ია კურცხალიძე !
ყველაზე დაუნდობელ ბრძოლას სიფრიფანა გოგონები რომ არ უშინდებით, პროფესიონალური სიზუსტით დაუზარლად საქმეებს დღე და ღამ რომ აკეთებთ, თვალებხატულა გოგონებო, საკუთარი საქმის უზადო შემსრულებლებო, დიდი მადლობა წარმოუდგენელი შრომისთვის, დიდი მადლობა ბრძოლისთვის…”

