LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს“ – ბერა პარლამენტის აქციას ეხმაურება

949
45767857_1960840420660719_6708752844930940928_o

ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი პარლამენტის აქციას ეხმაურება.

“მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები. მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითეოულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული.
მუდამ თქვენი ბერა”

https://www.facebook.com/beraofficial/posts/2291193517625406?__xts__[0]=68.ARCsMkJyaCyMmI8jpuqyQCZUmv3Mfvt1Hojr26BO53k9vZ8c0qr_Np2-82H12CIB1PZgSRVjhUasTRBG0lo6ZnoDM1mewhbqlJXLKBFbrUk6Yv1KuVYKg8AvLBR73jxy6rqobrkWiPWFFrc6qnpK6bE5g7HVwkfs5KbvN2nMbj_0DtdyTTf5MuFFGFp1Wu-mN3pgbCC-NlSybjM4WWsql6GRuOtuHpnJ65uso7qTT0O8TSA6MNh7NefI6vDabcZSS4wnaKrooVlBt8keH8z2qeHzchhfVNTO5Vvc8aUpotAIUjXIX06YwgogIUnxLuPpuC3m_hilR2BibEH50Syv3w&__tn__=-R

თბილისის ცენტრში უკვე მესამე დღეა, გრძელდება საპროტესტო აქცია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და დაუყონებლივ გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g