ვიწყებთ საქართველოს ეროვნული არქივის მასალის გაციფრულების მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს განცხადებას და საზოგადოებას სასიამოვნო სიახლის დეტალებს უზიარებს.
„თქვენთვის ორი კარგი ამბავი გვაქვს. ვიწყებთ საქართველოს ეროვნული არქივის მასალის გაციფრულების მხარდაჭერას. ეროვნულ არქივს ამ ძალისხმევაში ილიონის უნივერსიტეტი გაუწევს პარტნიორობას და საარქივო მასალაზე ელექტრონული წვდომა მკვეთრად გაიზრდება.
ასევე, პირველად ისტორიაში ეროვნული არქივი გამოსცემს წიგნს, სადაც საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის აქამდე უცნობი დეტალები იქნება ასახული.
ფოტო: თბილისი, რტიშჩევის (ამჟამინდელი პაოლო იაშვილის) ქუჩა. ამერიკის დახმარების ადმინისტრაციის ოფისი. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია Soviet Past Research Laboratory არქივიდან“, – წერს საელჩო.