LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტრაგედია იმ დრო მოხდა, როცა ბავშვები ვარჯიშიდან ბრუნდებოდნენ“ – ახალციხეში ავარიას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა

263
ადიგენი

8 სექტემბერს, სოფელ არალთან, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გიორგი ჩიქოვანი საფეხბურთო გუნდის, „ზარზმის აკადემიის” წევრი იყო.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ფეხ­ბურ­თის გუნ­დის ბავ­შვე­ბი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ სახლში ბრუნდებოდნენ.

„10-მდე ბავშვი შემოიყვანეს. ერთს, 15 წლისას სასიცოცხლო მაჩვენებლები არ ჰქონდა, CPR – ს ვუკეთებდით, გარდაცვლილი იყო. დანარჩენ ბავშვებს არც ერთს არაფერი სჭირს“,- უთხრა „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის, რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა, ვახტანგ შალამბერიძემ.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლით დაიწყო.

⭕ ადიგენში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა. 👉 „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Monday, September 8, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g