LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედიებით დასრულებული ოჯახში ძალადობის შემთხვევები – რა გზას გადიან მსხვერპლი ქალები

147
dzaladoba 4

პრობლემა, რომელიც წლებთან ერთად უფროდაუფრო ზედაპირზე ამოვიდა, მეტად თვალსაჩინო გახდა და საბოლოოდ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა – ეს ქალთა მიმართ ძალადობაა.

ისიც კი საკმარისია, რომ უბრალოდ საძიებო სისტემაში ჩავწეროთ ფრაზა  – ოჯახში ძალადობა და ვნახავთ, რა სიხშირით ვრცელდება ხოლმე მედიაში ასეთი შინაარსის ინფორმაცია. უნდა გაგიმართლოს, რომ ამ მძიმე სიტუაციიდან ცოცხალი გადარჩე, რადგან არაერთი შემთხვევაა, როცა ძალადობა ტრაგედიით – ქალის სიკვდილით სრულდება.

10 წლის წინ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის კვალი, ცხადია არ იქნება: დავით გადელია ნინუცა მაყაშვილზე

ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი ყველა ძალადობის მსხვერპლ ადამიანს მხარდაჭერას უცხადებს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, პრობლემა სამართლებრივ ჭრილში განგვეხილა, რათა უფრო სწორად გვეჩვენებინა, ის სისტემური პრობლემები, რის გამოც ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად ვერც მოძალადისგან თავის დაღწევას ახერხებენ და ვერც თავის დაცვას.

 

რას ნიშნავს ოჯახში ძალადობა                

იურისტი ქეთევან ზანდუკელი გვეუბნება, რომ ძალადობაზე რატომღაც საზოგადოების ნაწილს მხოლოდ ფიზიკური ახსენდება. “ამის გარდა არის ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც თავის თავში ბევრ გარემოებას მოიცავს. თითქოს არაუშავს, რომ ამცირებს, სხვების თანდასწრებით მათ შორის… ასევე შეიძლება იყოს ეკონომიკური ძალადობა, რაც ნიშნავს იმის შიშს, რომ თავად და მისი შვილები ფინანსების, განათლების გარეშე დარჩებიან. ამის შიშით ბევრი ხმას არ იღებს. ყველა მსხვერპლისთვის ამაზე საუბარი ურთულესია. ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველა ქალმა მოიკრიბოს ძალა, ყველას გვყავს გვერდით ვიღაც, ვინც ამ გზაზე დაგვეხმარება. დღეს შეიცვალა ჩვენი შეხედულება ამ საკითხების მიმართ. ის მარტო არ დარჩება, თუ ამაზე საუბარს გადაწყვეტს. კარგია, რომ დღეს არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც უფასო კონსულტაციებს უწევენ ადამიანებს”, – ამბობს იურისტი.

ფაქტია, რომ დღევანდელ საქართველოში სიტუაცია შეცვლილია იმ კუთხით, რომ უფრო მეტი ქალი საუბრობს ამაზე ხმამაღლა, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც არიან, რომლებიც ამ ნაბიჯით ერთგვარ მაგალითს აძლევენ. 

როგორც იურისტი გვეუბნება, ამ ტენდენციის შეცვლა ნაწილობრივ იმან განაპირობა, რომ მსხვერპლს გაუჩნდა იმის განცდა, რომ შუძლია მეტ–ნაკლებად მაინც დაიცვას თავი, მიმართოს კონკრეტულ უწყებებს და იმოქმედებს კანონის ფარგლებში.

 

რა გზას გადის ძალადობის მსხვერპლი

 

დღეს მოქმედ კანონმდებლობას, კონკრეტულ ფაქტებს და შედეგებს თუ გადავხედავთ, რთული სათქმელია, რამდენად კარგად მუშაობს კანონი, რამდენად გამართულია სისტემა, თუმცა მოგაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, რაც დღეს ჩვენს ხელთაა.  მსხვერპლი, რომელზეც ძალადობენ თავს იცავს ორი გზით: პირველ რიგში, მყისიერი რეაგირებისთვის რეკავს საპატრულო პოლიციაში, რათა იმ მომენტში აღიკვეთოს ძალადობა ან მიდის სასამართლოში. ეს შემთხვევა, როგორც იურისტები ამბობენ, ძირითადად, ფსიქოლოგიური ძალადობის დროს გვაქვს. იურისტი ქეთევან ზანდუკელი ამბობს, რომ თუ პატრული შემაკავებელ ორდერს წერს, სასამართლო – დამცავ ორდერს გამოწერს.

ჟურნალისტი ნათია ბერიძე ჰყვება, როგორ ძალადობდა მასზე მეუღლე სასტიკად ოჯახის წევრების თანდასწრებით -„სანამ არ გავითიშე, იქამდე მცემდა...“

ჟურნალისტი ნათია ბერიძე, რომელიც მეუღლის მხრიდან ძალადობაზე ხმამაღლა საუბრობს, ესტუმრა თიკო ფეიქრიშვილის რუბრიკას „ქალები“ „იმედზე“

“განსხვავებაა ვადებში. შემაკავებელი ორდერს ერთი თვის ვადა აქვს, როცა მოძალადეს ეკრძალება მსხვერპლთან მიახლოება. სასამართლოს შემთხვევაში შეიძლება დამცავი ორდერი 6 თვით მოვითხოვოთ.  რაც შეეხება პროცედურას – როცა მოხდება ძალადობის კონკრეტული ფაქტი, მოქალაქე დარეკავს პატრულში, თუმცა პარალელურად, მაშინვე შეუძლია იურისტს მიმართოს. ძირითადად ასე ხდება – გამოიწერება ორდერი და შემდეგ ერთვება იურისტი პროცედურულ საკითხებში, რომ გაირკვეს, როგორ სრულდება შემაკავებელი ორდერი, რა უნდა იცოდეს ე. წ. მსხვერპლმა, თუ ორდერი დაირღვა. ასეთ დროს უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. შეიძლება ორდერში წერია, რომ ამა და ამ მანძილზე ეკრძალება მოძალადეს მასთან მიახლოება, მაგრამ ასეთ დროს მსხვერპლს ეუბნებიან, რომ თუ დაინახავ მოძალადეს, უნდა მოერიდო, რა უნდა მოიმოქმედო ასეთ დროს და ა. შ” , – ამბობს იურისტი.

რადიო “ფორტუნა” კიდევ ერთ იურისტს – აბელ გეგიას დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ მომართვიანობა ბოლო წლებში გახშირებულია. მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში პირველი და უმთავრესი, როცა ფიზიკურ ძალადობაზეა საუბარი, აუცილებელია შემაკავებელი ორდერის გამოწერა.  “გამოიძახებენ პატრულს, ის ახდენს მოძალადის და მსხვერპლის იდენტიფიცირებას. ყოფილა შემთხვევა, როცა მსხვერპლი განცხადებით მიმართავს პოლიციას. ასეთ დროს პოლიცია ვალდებულია, შემაკავებელი ორდერი გამოწეროს, თუმცა აქ არის მეორე საკითხი, რამდენად მუშაობს ორდერი. მქონია შემთხვევა, როცა მსხვერპლი სასამართლოს მიმართავს, ასეთ დროს უკვე სასამართლოც აფრთხილებს მოძალადეს, ხშირად ეს უფრო ამართლებს. აქ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს მექანიზმები, შესაბამისი პრევენციული ზომები”, – ამბობს აბელ გეგია. 

 

სად არის გამოსავალი

 

პრობლემა რომ ძალიან ღრმა და სისტემურია, ამაზე საუბარი ალბათ, შორს წაგვიყვანს. ამაზე იურისტებიც ხმამაღლა საუბრობენ, რომ საჭიროა სახელმწიფოს ჰქონდეს უფრო ეფექტიანი მექანიზმები და პრევენციაზე იფიქროს, თუმცა რას ვაკეთებთ მანამდე ჩვენ, მოქალაქეები, საზოგადოება. პირველ რიგში, საჭიროა ინფორმირებულობა. გარდა ამისა, როგორც იურისტები გვეუბნებიან, აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს ძალადობის ფაქტი, მოხდეს მხარეების დაშორება. მათი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სოციალური სამსახურების სათანადო ჩართულობა იმ დროს, როცა გამწვავებული სიტუაციის შემთხვევაში ბავშვის ოჯახში ყოფნა უკვე გაუსაძლისი ხდება. “ეს კომპლექსური პრობლემაა და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მთავარია, საგანმანათლებლო კუთხით აქტიურობა, სკოლებში, ტელევიზიებში რგოლების განთავსება და სხვა ასეთი ნაბიჯების გადადგმა”, – ამბობს იურისტი აბელ გეგია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g