მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის დაჯარიმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
ვიდეო: „ეს ჯარიმა ერთის მხრივ ტრაგიკულია, მეორეს მხრივ სასაცილო… ძალიან გულზე მოხვდათ ალბათ“ – პაატა ბურჭულაძე შსს-ს მიერ 5000 ლარით დაჯარიმებაზე
გასულ ღამეს პაატა ბურჭულაძე შსს-მ 5 000 ლარით, მის საიუბილეო მარშში მონაწილეობისთვის დააჯარიმა.
„ტრაგიკომედიაა და ბევრის მთქმელი, რომ ვინც აჯარიმებს პაატა ბურჭულაძეს ის ვერ ერკვევა თუნდაც იმაში, თუ სად დგას პარლამენტის შენობა და სად ოპერის!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუშინ ღამით, პაატა ბურჭულაძე 5 000 ლარით დააჯარიმა.