LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგიკულად გარდაცვლილი ჰალინა ჰაჩინსის ოჯახი ალეკ ბოლდუინს სასამართლოში უჩივის

398
page

ჰალინა ჰაჩინსის ტრაგიკული გარდაცვალებიდან მრავალი თვე გავიდა. თითქოს ალეკ ბოლდუინის ცხოვრება ნელ-ნელა მწყობრში დგებოდა, მსახიობმა უკვე ახალ კინოპროექტზეც დაიწყო მუშაობა, თუმცა გუშინ ყველაფერი კვლავ აირია.

ფოტო: ალეკ ბოლდუინი ტრაგედიამდე და ტრაგედიის შემდეგ – ცხოვრება გრძელდება, მსახიობს ახალ ფილმში იღებენ

„ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნული პოსტი ბოლდუინმა „ინსტაგრამზე“ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჰაჩინსის ოჯახი მას სასამართლოში უჩივის. ეს ნამდვილი დარტყმაა მსახიობისთვის. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ბოლდუინი ჰაჩინსის ოჯახს მისი გარდაცვალების შემდეგ პირადად შეხვდა, ემოციური შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა ჩვენ უკვე ვიხილეთ. საზოგადოებას ფიქრობდა, რომ ჰალინას მეუღლე გაგებით მოეკიდებოდა შემთხვევას, თუმცა მეუღლის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ მან სასამართლოს მიმართა.

ვიდეო: „ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს“ – ალეკ ბოლდუინი ინტერვიუს დროს ატირდა

ალეკ ბოლდუინი ტრაგიკულად გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლეს ეხუტება – ემოციური ფოტოები

 

View this post on Instagram

 

A post shared by Alec Baldwin (@alecbaldwininsta)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები