LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკ ბოლდუინი ტრაგიკულად გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლეს ეხუტება – ემოციური ფოტოები

11450
page

როგორც ცნობილია, გადაღებებზე ტრაგიკულად გარდაცვლილი, 42 წლის ჰალინა ჰაჩინსის ოჯახი, მეუღლე და 9 წლის ვაჟი კოვიდრეგულაციების გამო ამერიკაში ჩაფრენას ვერ ახერხებდნენ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მათ უკრაინიდან ამერიკაში ჩაფრინა მაინც მოახერხეს.

„გადაღებებამდე მითხრეს, რომ იარაღი მომართული არ იყო“ – ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა – ტრაგედიის ახალი დეტალები

ემოციურმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო, დამწუხრებული და დარდისგან სრულად გაჭაღარავებული ალეკ ბოლდუინი ჰალინას მეუღლე ეხუტებოდა. სანტა-ფეში დიდი გლოვაა.  საყოველთაო პანაშვიდებზე რიგითი მოქალაქეების ნაკადი არ წყდება.

ინსაიდერის ცნობით, პირველი 24 საათი ბოლდუინისთვის კრიტიკულად გაუსაძლისი იყო, ის შეურაცხადივით იქცეოდა. ახლა კი მსახიობმა ყველა მიმდინარე პროექტი შეაჩერა და როდის დაუბრუნდება კინემატოგრაფიას, ჯერჯერობით უცნობია.

„მე ის მოვკალი“ – ალეკ ბოლდუინი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები