LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ის მოვკალი“ – ალეკ ბოლდუინი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ

58376
page

როგორც ცნობილია, 63 წლის მსახიობის, ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლმა ტყვიამ, გადასაღებ მოედანზე, ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა. ინციდენტი ვესტერნის ჟანრის ფილმის, Rust გადაღებების დროს მოხდა. 42 წლის ჰალინა ჰაჩინსი საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა, ასევე დაჭრილია რეჟისორი, 48 წლის ჯოელ სუზა.

გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლმა ტყვიამ ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა, დაჭრილია მამაკაცი

ცოტა ხნის წინ, ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, მსახიობის უახლესი ფოტოები გავრცელდა, ის ნიუ-მექსიკოს შტატში შოკურ მდგომარეობაში გადაიღეს. სასოწარკვეთილი ალეკი საგონებელში იყო ჩავარდნილი და ტიროდა.

„მე ის მოვკალი“, – თვითმხილველების ცნობით, გაუჩერებლად იმეორებდა მსახიობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები