LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაღებებამდე მითხრეს, რომ იარაღი მომართული არ იყო“ – ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა – ტრაგედიის ახალი დეტალები

1604
Untitledbb

როგორც ცნობილია, 63 წლის მსახიობის, ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლმა ტყვიამ, გადასაღებ მოედანზე, ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა. ინციდენტი ვესტერნის ჟანრის ფილმის, Rust გადაღებების დროს მოხდა. 42 წლის ჰალინა ჰაჩინსი საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა, დაჭრილია რეჟისორი, 48 წლის ჯოელ სუზა, რომლის მდგომარეობაც ამ დრომდე სტაბილურად მძიმედ რჩება.

გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლმა ტყვიამ ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა, დაჭრილია მამაკაცი

„მე ის მოვკალი“ – ალეკ ბოლდუინი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ

ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ბოლდუინმა პირველ საჯარო კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, მას გარდაცვლილის ოჯახთან მჭიდრო კონტაქტი აქვს.

“სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე…” – ალეკ ბოლდუინი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

გადამღები ჯგუფის განცხადებით, გადაღებებამდე იარაღი მომართული არ ყოფილა, ამასვე ირწმუნება ალეკ ბოლდუინიც.

„მე გადაღებებამდე მითხრეს, რომ იარაღი მომართული არ იყო“, –  აცხადებს მსახიობი.

42 წლის ჰალინა ჰაჩინსის ოჯახი კი კოვიდ რეგულაციების გამო ამერიკაში ჩაფრენას ვერ ახერხებს. გარდაცვლილის მეუღლე ტრაგიკული ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს და სურს გაიგოს, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა.

„მას უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა აქვს“ – აცხადებს ოჯახთან დაახლოებული პირი.

ასევე სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გადაღებების დროს ტრაგიკულად დაღუპული ჰაჩინსი „ამერიკის კინოსა და ხელოვნების“ საპატიო ორდენით დაჯილდოვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები