თურქეთში, მაღაროში მომხდარ აფეთქებას, რომლის დროსაც, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ტრაგიკული ამბავი თურქეთის ბართინის პროვინციიდან. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვლოცულობთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“, – წერს „ტვიტერში“.
Tragic news out of ??Türkiye’s Bartin Province. My sincere condolences to the families of the victims. Our prayers go out to those who lost their loved ones.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 15, 2022