LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპ, უთხარი პუტინს დამიბრუნოს ჩემი ბეჭედი

39

ამერიკული ფეხბურთის ლიგის (NFL) გუნდის, ”New England Patriots”-ის მეპატრონეს რობერტ კრაფტს სურვილი აქვს უკან დაიბრუნოს სუპერბოულის საჩემპიონო ბეჭედი, რომელიც თავის დროზე ვლადიმერ პუტინს გადასცა. როგორც კრაფტმა Fox News-ს განუცხადა, იგი 2005 წელს საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთში და სწორედ მაშინ შეხვდა პუტინს, რომელსაც თავისი ბეჭედი აჩვენა. პუტინმა ბეჭედი აიღო და აღარ დაუბრუნებია, რადგან საჩუქრად ჩათვალა.

კრაფტმა ბეჭდის დაბრუნების სურვილი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამოხატა, თუმცა ამაოდ.

”ამ ბეჭედთან ემოციური მიჯაჭვულობა მაკავშირებს. იგი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემთვისაა დამზადებული და მასზე ჩემი სახელი წერია. მსურდა დაემზადებინათ ბეჭედი, რომელზეც მის (პუტინის) სახელს დააწერდნენ, იქნებ ამ შემთხვევაში მაინც დამებრუნებინა ჩემი ბეჭედი. ვიმედოვნებ ამ საკითხს ახალი პრეზიდენტი მოაგვარებს, როცა მას დაუკავშირდება”, – განაცხადა კროფტმა, რომელიც დონალდ ტრამპთან მეგობრობს.

აღნიშნული ბეჭდის ღირებულება 25 000 დოლარს შეადგენს.
 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები