დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით გასულ კვირას გამოქვეყნებული 15-დღიანი დახურული რეჟიმის გადახედვას და ახალი გაიდლაინების გავრცელებას აპირებს, რომლის მიზანია ქვეყანა ნორმალურ სამუშაო ძალასა და ეკონომიკას დაუბრუნდეს.
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია იმუშავებს იმაზე, რომ ადგილობრივმა ეკონომიკამ ფრთხილად განაახლოს საქმიანობა.
„ჯანდაცვის სფეროში ჩვენი შესანიშნავი ექსპერტები სწავლობენ ამ დაავადებას ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ გამოვიყენებთ ამ მონაცემებს, რათა რეკომენდაცია გავუწიოთ ახალ პროტოკოლებს და საშუალება მივცეთ ადგილობრივ ეკონომიკას ფრთხილად განაახლოს საქმიანობა საჭირო დროს. ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ შექმნილა, რომ დახურული იყოს. ამერიკა ძალიან მალე კვლავ ღია იქნება ბიზნესისთვის”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.