ისტორიული იმპიჩმენტის პროცესი დასრულდა – სენატმა აშშ-ს პრეზიდენტი გაამართლა. დონალდ ტრამპს ბრალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში ჰქონდა წარდგენილი.
ტრამპის იმპიჩმენტი იწყება: კუდიანებზე დიდი ნადირობა!
BBC-ის ინფორმაციით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ტრამპის უდანაშაულობას მხარი 52-მა სენატორმა 48-ის წინააღმდეგ მისცა, კონგრესის გამოძიებაში ხელის შეშლის ნაწილში კი, პრეზიდენტის წინააღმდეგ 53 სენატორი 47-ის წინააღმდეგ წავიდა.
სენატში მის სასარგებლოდ დასრულებულ კენჭისყრას დონალდ ტრამპი იუმორისტული ვიდეოთი გამოეხმაურა.
“ტრამპი 2024… 2088…2300… 2800…10 000… 80 000… ტრამპი სამუდამოდ”- ასეთია ვიდეოს შინაარსი.
ცნობილია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურ განცხადებას იმპიჩმენტის პროცესში “ქვეყნის გამარჯვებასთან” დაკავშირებით ხვალ, თეთრ სახლში გააკეთებს.
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) February 5, 2020