LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის იმპიჩმენტი იწყება: კუდიანებზე დიდი ნადირობა!

230
56205102-308728556484225-4819921404625420288-n-1

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გულისხმობს. რეზოლუციას 232 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 196 კი  წინააღმდეგი იყო, მათ შორის ყველა რესპუბლიკელი კონგრესმენი და 2 დემოკრატი.

რეზოლუცია გამოძიების შემდეგ საჯარო მოქმედებებსა და ტრამპის ადვოკატებისთვის სათანადო სამართლებრივ პროცედურებს განსაზღრავს.

თეთრი სახლი კონგრესის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და რეზოლუცია დაგმო.

“ამერიკის ისტორიაში კუდიანებზე უდიდესი ნადირობა!” – დონალდ ტრამპი აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელ „თვითერზე“ ასე გამოეხმაურა.

 

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ტრამპის იმპიჩმენტისათვის კენჭისყრას არ გულისხმობს.

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განმარტებით, ამით თავიდან აირიდებენ ეჭვებს, რომ თეთრ სახლს დოკუმენტების დამალვა ან კონგრესში გამოკითხვაზე უარის თქმა შეუძლია. ეს კი პროცესის გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება 24 სექტემბერს  სწორედ დემოკრატმა ნენსი პელოსიმ გამოაცხადა.

იმპიჩმენტის პროცედურა დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის გამო დაიწყო. როგორც ირკვევა, აშშ-ს პრეზიდენტი ზელენსკის ურჩევდა, რომ უკრაინაში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საქმიანობა გამოეძიათ.

ტრამპი: არ არსებობს პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში,რომელსაც ისე ცუდად ექცეოდნენ, როგორც მე

ტრამპი მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესს კუდიანებზე ნადირობას უწოდებს

დემოკრატებმა ტრამპი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს. თავად აშშ-ს პრეზიდენტმა კი ყველა ბრალდება უარყო და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები