LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის ახალი სოციალური ქსელი ამერიკაში გადმოწერების რეიტინგში პირველ ადგილზეა

145
დონალდ ტრამპი

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაარსებული ახალი სოციალური ქსელი – Truth Social შეზღუდული ფორმით აშშ-ს Apple App Store-ზე უკვე ამოქმედდა.

ახალი პლატფორმა App Store-ზე უფასო აპლიკაციებს შორის გადმოწერის რაოდენობით ლიდერობს. მომხმარებელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ აპლიკაცია შეფერხებით მუშაობს და რეგისტრაციას ვერ ახერხებენ. აპლიკაციის შექმნაზე Trump Media and Technology Group მუშაობდა.

პროექტის ხელმძღვანელმა და ყოფილმა კონგრესმენმა დევინ ნუნესის განცხადებით, აპლიკაცია სრულად, მარტის ბოლოს ამოქმედდება.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ოფიციალური გვერდები გასულ წელს Twitter-მა, Facebook-მა და YouTube-მა კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ დაბლოკეს. კომპანიები აცხადებდნენ, რომ ტრამპის პოსტები ძალადობისკენ მოწოდებებს შეიცავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g