LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის კომპანია საქართველოსა და აზერბაიჯანში ბიზნესპროექტებს აჩერებს

54

ტრამპის ორგანიზაციამ აზერბაიჯანს სასტუმროს მშენებლობის ლიცენზია შეუჩერა, პროექტის შეწყვეტას გეგმავენ საქართველოსთვისაც, ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ წერს. გადაწყვეტილება ტრამპის სურვილს უკავშირდება, ინაუგურაციამდე ბიზნესიდან გავიდეს.

ორივე პროექტში ჩართულები იყვნენ პოლიტიკასთან დაკავშირებული პირები, ამას კი დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, შესაძლოა, პრობლემები შეექმნა.

ამავე კვირაში ტრამპის კომპანიამ გააუქმა ლიცენზია ბრაზილიაში, ოთხი კომპანია დაიხურა დელავერშიც, რომელიც ბიზნესოპერაციებს აღარ ატარებდა, თუმცა საუდის არაბეთთან იყო დაკავშირებული.

ტრამპის ადვოკატმა ალან გარტენმა პარასკევს განაცხადა,რომ აზერბაიჯანის, საქართველოსა და ბრალიზიის პროექტების დეველოპერებმა ვერ დააკმაყოფილეს ლიცენზიის პირობები.

„ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციას ბათუმში დონალდ ტრამპი თავად დაესწრო. მშენებლობის ლიცენზია „სილქ როუდ ჯგუფს“ 2011 წლის მარტში გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები