ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი, ვივიენ უილსონი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 21 წლის გოგონა გლამურულ გამოცემების გარეკანზე ხშირად ჩნდება და არც სკანდალურ ინტერვიუებს ერიდება.
ამჯერად მან „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოსესიიდან კადრები გაავრცელა. როგორც ვიგებთ, ის სუნამოს, Boy Smells ახალი სახეა.
ფოტოებში მას ცისფერი, ჰაეროვანი კაბა ამშვენებს და ნამდვილად ზღაპრულ პრინცესას ჰგავს.
„ტრანსგენდერი პრინცესა“, „ვივიენ უილსონი ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი ქალი გახდება“, „რა მშვენიერია“, – არ წყდება კომენტარები.
