LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრეფიკინგში ბრალდებული ათი ბავშვის ჟურნალისტებისგან დაცვას ითხოვს

558
iulia

არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგში ბრალდებული ქალი 10 უკრაინელი ბავშვის ჟურნალისტებისგან დაცვას ითხოვს. იულია სუსლიაკმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ჩარევა მასთან და ადვოკატთან უნდა იყოს შეთანხმებული.

10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის, რომელიც თავს ბავშვების დედას უწოდებს, სასამართლო პროცესი დაიხურა. საფუძვლად არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების გაჟღერება დაასახელა.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, 4 ბავშვი იულია სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, ხოლო დანარჩენი 6 კი სუროგაციის გზით გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს, მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვი გარდაცვლილია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას სასამართლოში აპირებს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g