ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ჯიმი ჰენდრიქსის შესახებ დოკუმენტური ფილმი „მუსიკა, ფული, სიგიჟე… ჯიმი ჰენდრიქსის ცხოვრება მაუიში“ გადაიღეს. ფილმში 1970 წელს, ჰავაის კუნძულებზე გამართული კონცერტის შესახებ იქნება მოთხრობილი.
ჯიმი ჰენდრიქსის შესახებ შექმნილ დოკუმენტურ ფილმს 20 ნოემბერს, ლაივ ალბომთან Live in Maui ერთად ვიხილავთ.
შეგახსენებთ, ჰენდრიქსი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გიტარისტად ითვლება. „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზმა“ ის როკ-მუსიკის ისტორიაში საუკეთესო ინსტრუმენტალისტად დაასახელა. ის „კლუბ 27“– ის ღირსეული წამომადგენელია.