LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკემბერში მომხდარი 5 ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენა (ვიდეო)

84
page

დეკემბერი დადგა, „ფორტუნა პლუსი“ დეკემბრის თვეში მომხდარ, ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ მოვლენებსა და ფაქტებს გახსენებთ.

1967 წლის 1 დეკემბერს, დიდ ბრიტანეთში ბენდის The Jimi Hendrix Experience, ალბომი Axis: Bold as Love გამოვიდა. შეგახსენებთ, ჯიმი ჰენდრიქსი როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უდიდეს გიტარისტად ითვლება.

1973 წლის 3 დეკემბერს, ჯგუფის The Beatles დრამერმა რინგო სტარმა თავისი რიგით მეორე სინგლი You’re Sixteen გამოსცა.
შეგახსენებთ, გასულ წელს რინგო სტარი ბრიტანეთის იმპერიის რაინდად აკურთხეს.

2014 წლის 8 დეკემბერს, Metallica გახდა პირველი ჯგუფი, რომელმაც კონცერტი დედამიწის ყველა კონტინენტზე გამართა.
ცნობისთვის, ჯგუფის ხუთმა ალბომმა ბილბორდ 200-ში პირველი ადგილი დაიკავა, რითიც პირველი ჯგუფი გახდა, რომელმაც ეს მოახერხა.

1983 წლის 16 დეკემბერს, ცნობილი ბენდის The Who გიტარისტმა Pete Townshend, ჯგუფიდან წასვლა დაანონსა რაც ფაქტობრივად, ბენდის პირველი დაშლის მიზეზი გახდა.
The Who-ს ძირითადი წვლილი როკ-მუსიკაში Marshall-ის ფირმის ტექნიკის კომბინირების დანერგვაა. ჯგუფმა გავლენა მძიმე როკსა და პანკ-როკზე მოახდინა.

1968 წლის 21 დეკემბერს, ცნობილმა არტისტმა ჯენის ჯოპლინმა, მემფისში პირველი სოლო კონცერტი გამართა.
მუსიკოსი 1960-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან როკ-მომღერალად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები