LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრევის შადრევანის მნახველთა რაოდენობა შესაძლოა შეიზღუდოს

167

ტრევის შადრევანის მნახველთა რაოდენობა შესაძლოა შეიზღუდოს. რომში ტურისტთა ნაკადის კონტროლი დაიწყეს. ახალი სისტემის დანერგვის მიზანი მთავარი ღირსშესანიშნაობების დაცვაა. კულტურული ძეგლების გარშემო მუდმივად ვიზიტორთა დიდი ნაკადია შეგროვილი  და ვანდალიზმის შემთხვევებიც ძალიან ხშირია. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ მიიღო ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც დამთვალიერებლები ტრევის შადრევანთან თუ სხვა ღირსშესანიშნაობასთან მისვლას მხოლოდ რამდენიმე წუთით შეძლებენ. ამ პროცესს მოხალისეები და პოლიცია გააკონტროლებს და დასაწყისისთვის სისტემა მხოლოდ სატესტო რეჟიმში იმოქმედებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები