LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Trussardi და Lardini ტანსაცმლის ახალ ხაზს გამოუშვებენ

59

როცა ტიტულოვანი მოდის სახლები ერთიანდებიან მოდის მოყვარულები ყოველთვის განსაკუთრებულ სიურპრიზებს ელიან. გამონაკლისი არც იტალიური Trussardi და Lardini-ია, რომლებიც თაყვანისმცემლებს მართლაც ორიგინალურ სიახლეს უმზადებენ.

ინიციატივა Trussardi-ის ეკუთვნის, რომელმაც კოლეგებს ახალი კოლექციის Trussardi Elegance შექნმა შესთავაზა. ახალი ერთობლივი კოლექციის მთავარი მოდელი კლასიკურ ფერებში გადაწყვეტილი, ნეოპოლიტანური სტილის სმოკინგი (რადიკალურად განსხვავებული Givenchy-ის მოდელებისგან) იქნება, რომლის საპრემიერო ჩვენება იანვარში მილანის მოდის კვირეულზე შედგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები