LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ 11 თებერვალს, ჩვენს მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი იქნება, მასშტაბურ სტუდენტურ აქციას ვაანონსებთ: სტუდენტები პრემიერს წერილით მიმართავენ

80
სტუდენტები

სტუდენტები პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ და სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვენ. „ახალგაზრდული ძალის“ წარმომადგენელი, სტუდენტი გიორგი კაციაშვილი აცხადებს, რომ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო ყოველდღიურად უამრავი სტუდენტი სტატუსს იჩერებს.

მისივე თქმით, თუ მთავრობა ამ მოთხოვნას არ განიხილავს, მასშტაბური სტუდენტური აქციები დაიწყება.

„პრემიერთან წერილი გავაგზავნეთ, ასევე შევიმუშავეთ პეტიცია, რომელიც პეტიციების სამთავრობო პორტალზე 17 დეკემბერს გამოქვეყნდა. მოვაგროვეთ 10 ათაზე მეტი ხელმოწერა და ახლა სამი თვის ვადა აქვთ, რომ სწავლის საფასურის განახევრებასთან დაკავშირებით ეს მოთხოვნა განიხილონ.

დღეს მივმართეთ პრემიერს, რადგან სამი თვე არ გვაქვს დრო, ამ წერილზე საპასუხოდ ვადა არის 10 სამუშაო დღე. თუ მთავრობის ნება იქნება გვაცნობებენ მე-10 სამუშაო დღესვე, შესაბამისად, ხვალვე უნდა დაიწყოს განხილვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ 11 თებერვალს, ჩვენს მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი იქნება, ჩვენ  მასშტაბურ სტუდენტურ აქციას ვაანონსებთ“. – განაცხადა გიორგი კაციაშვილმა.

magti 5g