LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ამ პრობლემას დღეს არ მოვაგვარებთ, უახლოეს თვეებში საკვების გლობალური დეფიციტის წინაშე აღმოვჩნდებით – გაეროს გენერალური მდივანი

87
Poor_child_(1)

„ომი, კლიმატის ცვლილებისა და პანდემიის შედეგებთან ერთად, უამრავ ადამიანს არასრულფასოვან კვებაზე გადაიყვანს და მასობრივ შიმშილს გამოიწვევს. ჩვენს სამყაროში ახლა საკმარისი საკვებია, თუ ჩვენ ერთად ვიმოქმედებთ. მაგრამ თუ ამ პრობლემას დღეს არ მოვაგვარებთ, უახლოეს თვეებში საკვების გლობალური დეფიციტის წინაშე აღმოვჩნდებით”, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა განაცხადა, ინფორმაციას კი BBC აქვეყნებს.

BBC -ის ცნობითვე, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიოს აფრთხილებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შესაძლოა მალე გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ქვეყანას, შესაძლოა, გრძელვადიანი შიმშილობა დაემუქროს, თუ უკრაინის ექსპორტი არ აღდგება და დაუბრუნდება ომამდელ დონეს. მისივე განმარტებით, ომმა განსაკუთრებით გააუარესა სასურსათო დაუცველობა ღარიბ ქვეყნებში ფასების ზრდის გამო.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ – უკრაინის ომის გამო, უკრაინის პორტებიდან დიდი რაოდენობით საკვების ზეთის, ასევე სიმინდისა და ხორბალის ექსპორტი შეწყდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g