LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ არ დავემორჩილებით მითითებებს, კვირები და თვეები მოგვიწევს უფრო მკაცრ რეჟიმში ყოფნა: შოთა რეხვიაშვილი

113
BeFunky-collage (3)

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურსათისა და მედიკამენტების მხრივ არანაირი შეფერხება არ არსებობს.

„ის თემები, რაც უკავშირდება ტრანზიტულ მოძრაობას, დისტრიბუციას, სურსათს, მედიკამენტებს, საწვავს, არ არის პრობლემა, ყველაფერი მიდის ჩვეულ რეჟიმში და მომარაგებები გვაქვს.”

ამასთან, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისსა და მარნეულში მოქალაქეების შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს.

“გუშინდელი ფაქტიდან გამომდინარე მინდა დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ ქალბატონთან, რომელსაც დაუდასტურდა „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი. ეს იყო ბოლნისის მობილური ჯგუფიდან გამოვლენილი და გადაყვანილი ჰოსპიტალში შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებ ერთობლივად, არის აუცილებელი და საჭირო საკითხი, ამიტომ ბოლნისში 15-დან 21-მდე გაიზარდა მობილური ჯგუფები. მარნეულში გამოთავისუფლდა ჯგუფები, რომლებმაც მოიცვეს გარკვეული ტერიტორიები და ემატებათ იმ კონცენტრაციებს, სადაც არის ასათვისებელი და შესამოწმებელი ხალხი. დღეს, საერთო ჯამში ალბათ ორივე მუნიციპალიტეტიდან გადავალთ 100 000 ადამიანის ზღვარს, სადაც იქნება შემოწმებული ხალხი. თუმცა ყველა მცდელობა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება იქნება ფუჭი, თუ კიდევ უფრო მეტად არ იქნება ხალხი ადეკვატური.

ამას ვამბობ, რადგან დადასტურდა შიდა გადაცემები და არ არის დადგენილი წყარო. ის, რომ ერთი კვირა სახლში ვარ და მომეწყინა, არ არის არგუმენტი. თუ არ დავემორჩილებით მითითებებს, მოგვიწევს კვირები და თვეები უფრო მკაცრ რეჟიმში ყოფნა“, – განაცხდა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში ლაბორატორიიდან კორონავირუსზე ექვსი პირის დასკვნას ელოდებიან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ამ ეტაპზე, კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 18 პაციენტი.

საკარანტინო რეჟიმში 4695 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231.

 

magti 5g