რამდენიმე წლის წინ, Google-მა მომხმარებელს ინფორმაციის შენახვის ინოვაციური სერვისი შესთავაზა. საუბარია, Google Drive-ზე, სადაც უმარავი ფაილის შენახვაა შესაძლებელი. თუმცა ცოტა ხნის წინ, კომპანიამ მომხმარებელი გააფრთხილა, რომ თუ დროდადრო არ შეამოწმებს Google Drive-ზე ატვირთულ ფაილებს, ისინი შესაძლოა წაიშალოს.
„ვისაც არააქტიური ინფორმაცია აქვს Gmail-ზე, Drive-ზე დროდადრო აუცილებელია მათი გაქტიურება. თუ არ გამოიყენებთ Drive-ზე ატვირთულ ფაილებს, შესაძლოა ისინი დაიკარგოს“– განაცხადა კომპანიამ.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ფაილები არ წაიშლება, ვადა 2021 წლის 1 ივნისამდეა. რაც შეეხება ახალი მიდგომის მიზეზს, Google ამ გზით ცდილობს დიდი ხნის მიტოვებული „ექაუნთები“ ფაილებისგან გათავისუფლდეს.