არაბულმა ავიაკომპანიამ მგზავრებს თავისუფალი ადგილებისთვის დამატებითი თანხის გადახდა შესთავაზა. გაერთიანებული საამიროების ნაციონალურმა ავიახაზებმა Etihad Airways-მა გადაწყვიტა, რომ კლიენტებისთვის მეტი კომფორტი შეექმნა და მათ სრულიად ახალი სერვისი შესთავაზა. ამიერიდან, იმ ადამიანებს ვისაც სურს რომ ფრენის დროს გვერდით არავინ ეჯდეს, ბილეთის შეძენისას ამის აღნიშვნა და ადგილის თავისუფლად დატოვება შეეძლება. ავიაკომპანიის განცხადებით, ახალი სერვისის ღირებულება არც თუ ისე დიდი იქნება, კომფორტი კი ამად ნამდვილად ღირს.
აღსანიშნავია, რომ სიახლე მხოლოდ ეკონომ კლასის მგზავრებისთვის იმოქმედებს.