„ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენ შევძლოთ და როცა ვალდებულებაა, პანაშვიდია არამხოლოდ ამ დროს, არამედ როცა ბედნიერია ადამიანი, ხელი არ შევუშალოთ ამ ბედნიერებაში…“ – ამის შესახებ თეატრმცოდნემ და ტელეწამყვანმა, ნიკოლოზ წულუკიძემ ,,სალომე კასრაძის” პოდკასტში ისაუბრა.
ნიკოლოზ წულუკიძემ გაიხსენა თავისი ცხოვრების ტრაგიკული პერიოდი და თანადგომისა და თანაგრძნობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ქუჩაში რომ გამოვიდოდი, 10 მანქანა ჩერდებოდა და გადმოდიოდნენ, გეფერებოდნენ, გეხუტებოდნენ და გეუბნებოდნენ: „სად მიდიხარ რომ წაგიყვანო“ – ანუ ეს სიყვარული გამოხატული, რომელიც სამწუხაროდ მარტო ვიცით ტრაგედიის და განსაცდელის დროს, როგორც კი სიხარულია, ამას ისე ვერ ვიზიარებთ საუბედუროდ, მაგრამ ამ დროს ეს არის ერთადერთი გადარჩენა, როცა შენ ყველგან გრძნობ ვიღაცას…
სულ ვგრძნობდი ამას პანაშვიდების დროს. ავიხედე და თათული დოლიძე, მერე ისევ თათული დოლიძე… ანუ ადამიანების რაღაც საქციელები გახსოვს და შემდეგ შენ თავად ხდები ვალდებული, რომ იგივე განსაცდელში მყოფ ადამიანებს შენებურად დაეხმარო. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენ შევძლოთ და როცა ვალდებულებაა, პანაშვიდია არამხოლოდ ამ დროს, არამედ როცა ბედნიერია ადამიანი, ხელი არ შევუშალოთ ამ ბედნიერებაში…
თუ არ ვეხმარებით ხელს მაინც ნუ შევუშლით ხელს სხვებს ბედნიერებაში“, ამბობს წულუკიძე.
@salomekasradzepodcast უფრო მეტი ნახეთ YouTube-ზე ,,სალომე კასრაძის" პოდკასტში
♬ original sound – სალომე კასრაძის პოდკასტი