LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ბავშვი 1-ელიდან 4 საათამდე, 15 წუთით მაინც გადის გარეთ, მას D ვიტამინის დეფიციტი არ განუვითარდება – თემურ მიქელაძე

521
miqeladzechildnews202212

„რაც შეეხება D 3 ვიტამინს, აქ მკაცრად უნდა გავმიჯნოთ, მისი მიღების წესი. D ვიტამინი შესაძლოა ჭარბად დაგროვდეს ორგანიზმში და მისმა ზედოზირებამ სხვა დარღვევები გამოიწვიოს“, –  ამის შესახებ  პედიატრმა თემურ მიქელაძემ ,,ტვ პირველის”-ის ეთერში ისაუბრა.

მისივე განცხადებით, აქ უკიდურესად მნიშვნელოვანია სწორი დოზირება:

„ნებისმერი ვიტამინის მიღება უნდა იყოს შეთანხმებული ექიმთან. მტკიცებულება D ვიტამინის პირდაპირ მოქმედებაზე კორონავირუსთან არ არსებობს. თუ ჩვენ ვიწყებთ საპროფილაქტიკო დოზას, ეს უნდა გაგრძელდეს 3-4 თვის განმვალობაში. რაც შეეხება საბავშვო დოზას, ეს გახლავთ 400, 800, 1200 საერთაშორისო ერთეული ასაკის მიხედვით. ბავშვები ახლა ონლაინ სწავლებაზე არიან გადასული, უწევთ სახლში ყოფნა, თუ ბავშვი გადის 1-ელიდან 4 საათამდე გადის გარეთ, 15 წუთით მაინც, მას D ვიტამინის დეფიციტი არ განუვითარდება“, – ამბობს თემურ მიქელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g