LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ბინას კარგავთ და არ იცით რა ქნათ – ქართული კომპანია თქვენს ბინას იპოთეკიანად იყიდის

274
dt-160404-foreclosure-losing-house-home-800x600

კომპანია „სფერო ჰოლდინგი“ იპოთეკით დაზარალებულთათვის სოციალურ აქციას იწყებს.

როგორც „სფერო ჰოლდინგში“ აცხადებენ, კერძო  იპოთეკით დატვირთული ბინების პრობლემა ხშირად სავალალოდ სრულდება და ხალხი ქუჩაში რჩება. ქართულ ბაზარზე გამოჩნდა კომპანია,რომელიც გამოირჩევა სოციალური აქციებით და ეს ერთგვარი ქველმოქმედების სახეს იღებს.

„კომპანია “სფერო ჰოლდინგი” ოქტომბრის თვის აქციას სთავაზობს მომხმარებლებს. მათ, ვისაც ბინა იპოთეკით აქვთ დატვირთული და  ვეღარ იხდიან ვალდებულებას, შეუძლიათ მიმართონ კომპანიას, რომელიც შეისყიდის ბინას იპოთეკიანად ,დარჩენილი თანხის მიხედვით კი, მომხმარებელს დააკმაყოფილებენ შესაბამისი თანხის უძრავი ქონებით.

ამასთან,კომპანია იმ პირებს, რომლებიც კარგავენ ბინას და არ იციან როგორ მოიქცნენ, სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და დახმარებას, რათა შეინარჩუნონ საცხოვრებელი ადგილი“, – აცხადებენ „სფერო ჰოლდინგში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g