LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გადატრიალების ვერსიას სერიოზულად “აწვები”, “ნაცების” მთელი “ლიდერშიფი” ციხეში უნდა იჯდეს – ხვიჩია პრემიერის წერილზე

106
იაგო ხვიჩია

“ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი დღეს გავრცელებულ ღია წერილში, რომელსაც პოლიტიკოსები აფასებენ.

ამ მოსაზრების საპასუხოდ, პარტია “გირჩის” ლიდერი ამბობს, რომ “თუ ამ ვერსიას სერიოზულად აწვები, გადატრიალებაში თანამონაწილეობისთვი მთელი “ნაცების” “ლიდერშიფი” ციხეში უნდა იჯდეს.

“წარმოიდგინეთ თვითონ ეს ვერსია: გადატრიალების მოწყობა უნდოდა სააკაშვილს და დაკავებული ჰყავთ ტრაილერის მძღოლი და მისი შვილი. თუ ამ ვერსიას სერიოზულად აწვები, მთელი “ნაცების” “ლიდერშიფი” ციხეში უნდა იჯდეს, გადატრიალებაში თანამონაწილეობისთვის. მარტო მიხეილ სააკაშვილი, მძღოლი და მისი შვილი ხომ არ მოაწყობდნენ გადატრიალებას?! აბსურდია და შეთანხმების შესანიღბად კიდევ მეტ დაუჯერებელ რაღაცებს გვეუბნებიან, რომ დავიჯეროთ.

არასდროს დაიჯეროთ, რომ გადატრიალება მზადდებოდა, თუ დაინახავთ, რომ დაკავებული ჰყავთ ტრაილერის მძღოლი და მისი შვილი. სააკაშვილის მიზანი შეიძლებოდა ორი რამ – ან გადატრიალება ან შეთანხმება, ან გადატრიალებისთვის შემოვიდა, ან შეთანხმებით, საზღვარს გადავკვეთთ და “ქოცებს” “გავაბანძებო” ხომ არ შეიძლება იყოს მიზანი? მიზანი არის ან შევალ საქართველოში და გადატრიალებას მოვაწყობ ან შევალ საქართველოში, მივიღებ სულელურ ფანდში მონაწილეობას და ხმებს გადავინაწილებთ მე და ჩემი მეგობარი. რომელია უფრო დამაჯერებელი შეგიძლიათ თქვენ იფიქროთ, მაგრამ მესამე ფიზიკურად ვერ იარსებებს.” – თქვა ხვიჩიამ.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, თვალნათელია, რომ სააკაშვილი ციხეში შეთანხმებით ზის და ახლა მალე უნდა გამოსვლა.

მისივე თქმით, არ შეიძლებოდა “ქართული ოცნების” ნდობა და შეიძლება დიდი ხანი ჩატოვონ ციხეში:

“მოგეხსენებათ, ნარკომანობის ძახილი “ქართული ოცნების” ტრენდია ქართულ პოლიტიკაში, ყოფილ თანაპარტიელებსაც ასე მოიხსენიებენ.

მთელი ეს ნარატივი, რაც მიშას გადატრიალების მცდელობაზე მოაწყო, არის ის, რომ დამალოს საკუთარი შეთანხმება მიხეილ სააკაშვილთან. ზოგადად, ახლა ეს ყველაფერი ძალიან თვალნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში შეთანხმებით ზის და ახლა მალე უნდა გამოსვლა. ჩემი აზრით, არ შეიძლებოდა “ქოცების” ნდობა, შეიძლება დიდი ხანი ჩატოვონ ციხეში, რამდენიმე თვე.” – აცხადებს ხვიჩია.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც ღარიბაშვილი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესაძლო მიზეზებს განიხილავს და აქვე წერს:

“ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g