LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გინდა თავს არ დაგესხან, სიმონიანს კი არ უნდა მოაწონო თავი, ქვეყანა უნდა მოამზადო ომისთვის: ალეკო ელისაშვილი

179
ეს

პარ­ტია “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა “პალიტრანიუსის” ეთერში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სის­ტე­მა­ზე ისა­უბ­რა.

ალეკო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის ობი­ექ­ტე­ბი მზად­ყოფ­ნა­ში იყოს.

“თუ გინდა, რომ თავს არ დაგესხან, “პუტინი რა მაგარი კაცია, მაგას ვენაცვალე“ კი არ უნდა იძახო და მარგარიტა სიმონიანს კი არ უნდა მოაწონო თავი, ქვეყანა უნდა მოამზადო ომისთვის”

“რე­ა­ლუ­რად, დღეს ახლა რაზე უნდა ვლა­პა­რა­კობ­დეთ – სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის ობი­ექ­ტე­ბი რამ­დე­ნად მზად­ყოფ­ნა­შია ქვე­ყა­ნა­ში? მეტ­რო მხო­ლოდ თბი­ლის­შია, სხვა­გან არ­სად არის. და­ნარ­ჩე­ნი თავ­შე­საფ­რე­ბი სად არის? სა­ჰა­ე­რო გან­გა­შის შემ­თხვე­ვა­ში, გვაქვს სი­რე­ნე­ბი? მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის გეგ­მა აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? ახლა ამა­ზე უნდა ვსა­უბ­რობ­დეთ.” – აცხადებს ელისაშვილი

“მოქალაქეების” ლიდერის განცხადებით, ახლა ია­რა­ღის ფლო­ბა უნდა ვის­წავ­ლოთ, მისი შე­ნახ­ვის უფ­ლე­ბა უნდა გვქონ­დეს, რად­გან საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში გვი­ა­ნია იდაყ­ვზე კბე­ნა.

როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, საჭიროა ჩამოყალიბებული, ტერიტორიული თავდაცვა.

“ხომ ვხე­დავთ, რომ ეს სის­ტე­მა ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს? კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ არ ეს­ხმი­ან თავს ისეთ ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად არის მზად. ვის მო­უ­ვა ჭკუ­ა­ში, რომ აშშ-ს, შვე­ი­ცა­რი­ას ან ფი­ნეთს თავს და­ეს­ხას? ფი­ნე­თი ჩვენ­ხე­ლა ქვე­ყა­ნა არის, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რიც აქვს, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თავ­დაც­ვის მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბიც აქვთ, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბა აქვთ და ყვე­ლა­ზე მა­გა­რი სნა­ი­პე­რე­ბი ჰყავთ. ქვე­ყა­ნა არის არა­ნორ­მა­ლუ­რად მზად თავ­დაც­ვის­თვის, ამი­ტომ რუ­სე­თიც კი, რო­მე­ლიც თავს ყვე­ლას ეს­ხმის, ვერ გა­ბე­დავს, რომ თავს და­ეს­ხას ფი­ნეთს.” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

“თუ გინ­და, რომ თავს არ და­გეს­ხან, “პუ­ტი­ნი რა მა­გა­რი კა­ცია, მა­გას ვე­ნაც­ვა­ლე“ კი არ უნდა იძა­ხო და მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ანს კი არ უნდა მო­ა­წო­ნო თავი, ქვე­ყა­ნა უნდა მო­ამ­ზა­დო ომის­თვის და როცა მზად ხარ, შე­გიძ­ლია მშვი­დად იყო“, – გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები