LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ იმაზეა საუბარი, რომ ვინ რომელ აქციაზეა – მე დევნილი ვარ და დევნილების აქციაზეც ვიყავი, მსახიობი ვარ და მსახიობების აქციაზეც ვიყავი, მეღვინე ვარ და მეღვინეების აქციაზეც ვიყავი“ – კახა კინწურაშვილი

449
Capture

„თუ იმაზეა საუბარი, რომ ვინ რომელ აქციაზეა – მე დევნილი ვარ და დევნილების აქციაზეც ვიყავი, მსახიობი ვარ და მსახიობების აქციაზეც ვიყავი, მეღვინე ვარ და მეღვინეების აქციაზეც ვიყავი“, – ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

კახა კალაძე: „მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს, ვფიქრობ, კარგად არიან ნავარჯიშევი, რადგან მარტივი არ არის, ერთ საათში ერთ, მეორე და მესამე აქციაზე მიხვიდე“

მისი თქმით, ის იქნება ყველა აქციაზე, სადაც მისი ხალხი დგას.

„იქ ვართ სადაც საჭიროა. საუბარია დღეს რომ იმის გვერდზე არ დავდგები, ამის გვერდზე არ დავდგები. იგივეა, როდესაც ეკლესიაში შედიხარ წირვაზე დასასწრებად, არ ფიქრობ იმაზე, ვის გვერდით დგახარ, ვის რა ცოდვა აქვს. იგივეა დღეს ჩემთვის რუსთაველი. ჩემთვის დღეს ეკლესია არის ადამიანების ერთობა, სიყვარული, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ და რწმენა ადამიანებისა, რომლებმაც გადატეხეს შიში. დღეს ადამიანები იბრძვიან ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის და მომავლისთვის“,- ამბობს კახა კინწურაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g