LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ისე გასულელდა რუსეთი, რომ ფრონტალური ომი დაუწყო უკრაინას და კიევისკენ დაიძრნენ, 1 წელიწადში სახელმწიფო აღარ ექნებათ: ზაალ კასრელიშვილi

192
ზაალ კასრელიშვილი

„თუ ისე გასულელდა რუსეთი, რომ ფრონტალური ომი დაუწყო უკრაინას და კიევისკენ დაიძრნენ, 1 წელიწადში სახელმწიფო აღარ ექნებათ“, – ამის შესახებ „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ანალიტიკოსმა ზაალ კასრელიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი განმარტებით, უკრაინასთან ომი, ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს და სამ კვირაშივე ჩამოეშლებათ ფინანსური სისტემა.

ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ რუსეთი დიალოგის რეჟიმში წარმართავს თავის აგრესიას და თუ საომარი მოქმედებები განხორციელდება, ეს იქნება მხოლოდ ლოკალური შეტაკებების დონეზე და წერტილოვანი დარტყმები და არა ფრონტალური ომი.

„ჩემი კოლეგები ანალიტიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაჟინებით მარწმუნებენ, რომ რუსეთს სხვა გამოსავალი არ აქვს და მან უნდა იომოს. მათი თქმით, რუსეთს მოკლევადიანი საომარი მოქმედებებით სჭირდება გამარჯვება რომ ითამაშოს, რადგან რუსეთში ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობა მძიმდება და მას ეს ამისთვის სჭირდება. აცხადებენ, რომ რუსეთს ლოკალური შეტაკებები მაინც სჭირდება, თუ არა წერტილოვანი დარტყმები. მაგრამ ჩვენ მაინც გვჯერა, რომ იქნებ ამის გარეშე მაინც მოახერხოს რუსეთმა დიალოგის რეჟიმში წარმართოს თავისი აგრესია და ვაჭრობის დონეზე იქნებ რამეს გამორჩეს საერთაშორისო საზოგადოებას. 

ჯო ბაიდენი: რუსეთი ,,საშინელ საფასურს“ გადაიხდის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ გააფრთხილეს

ვფიქრობთ, რომ უკრაინასთან ომი, ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს. სამ კვირაშივე ჩამოეშლებათ ფინანსური სისტემა. ომი მას, როგორც სახელმწიფოს ჩამოშლის. 

რაც დაემართა ავღანეთში შესვლის შემთხვევაში საბჭოთა კავშირს ის დაემართება რუსეთს, უკრაინაში შესვლის შემთხვევაში, თუმცა უკრაინასთან ომი უფრო გაუჭირდება ვიდრე ავღანეთთან. 

არ გამოვრიცხავთ ჩვენ საომარ მოქმედებებს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს იქნება ლოკალური შეტაკებების დონეზე და წერტილოვანი დარტყმები. თუ ისე გასულელდა რუსეთი, რომ ფრონტალური ომი დაუწყო უკრაინას და კიევისკენ დაიძრნენ, პირობას გაძლევთ, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში სახელმწიფო აღარ ექნებათ“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას შედეგები მოჰყვება: ოლაფ შოლცი

უკრაინა მზად არის, რუსეთთან ურთიერთობაში დათმობაზე წავიდეს, თუკი მოსკოვის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები იქნება: დმიტრო კულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g