თუკი მოსკოვის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები იქნება,უკრაინა მზად არის რუსეთთან ურთიერთობაში დათმობაზე წავიდეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს მოთხოვნები უნდა იყოს რაციონალური და კანონიერი.
კულება აღნიშნავს, რომ უკრაინას კონსტრუქციული მიდგომა აქვს, თუმცა ვერ წავლენ ისეთ დათმობაზე, რომელსაც უკრაინის სახელმწიფოს განვითარებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა გააჩნია, როგორიცაა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
უკრაინელი დიპლომატი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ საზღვარზე ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, მოკავშირეები ეკონომიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ უკრაინას და საჭიროების შემთხვევაში, არმიის გაძლიერებაშიც დაეხმარებიან.