ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრს დეპუტატები მიმართავენ.
ერთ-ერთი, ვინც ირაკლი ღარიბაშვილს კითხვით მიმართა, ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია იყო.
ის დაინტერესდა, მზად არის თუ არა პრემიერი, “თბილისი პრაიდის” “ღირსების მარშზე” მივიდეს და მათ მხარი დაუჭიროს:
“5 ივლისის აქცია ახსენეს აქ. პერსონალურად თქვენ თუ გრძნობთ, როგორც პრემიერ-მინისტრი იმას, რომ თქვენი პერსონალური მისვლა “თბილისი პრაიდის” “ღირსების მარშზე” უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას ჭეშმარიტად, თუ ხართ მზად მიხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ მათ?” – იკითხა კორძაიამ.
პრემიერს ასევე მიმართეს:
ახლა მინდა, თქვენი მოღვაწეობის “ქეთოს მზითვი” ჩამოვთვალო: ჩარკვიანი პრემიერს
6 665 ადამიანის საარსებო მინიმუმი პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ: ხაბეიშვილი პრემიერს