LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მაღალი ეკონომიკური ზრდა გაქვს და მაინც ვერ აღწევ იმ შედეგს, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, ეს უფრო ცუდია, ვიდრე პატარა ზრდა – ჭყონია

96
lsvd2iad0q17sm3

„თუ მაღალი ეკონომიკური ზრდა გაქვს და მაინც ვერ აღწევ, რომ ადამიანი ბედნიერი და კმაყოფილი იყოს, ეს უფრო ცუდია,“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამავე ინტერვიუში ჭყონიამ ლარის კურსზეც ისაუბრა… „ლარის კურსის დიდი სპეციალისტი არა ვარ და მგონი, ვერც სხვამ ამოხსნა, ან რატომ გამყარდა, ან რატომ გაუფასურდა. მაგრამ როგორც კი ახლო წარსულს გადახედავთ, როგორც კი პოლიტიკური ვითარება იძაბება, ხალხი ცდილობს უცხოურ ვალუტაში ჰქონდეს დანაზოგი. ვფიქრობ, ლარის რყევას გაცილებით უფრო მარტივი მიზეზები აქვს, ვიდრე მაკროეკონომიკური მიზეზებია. ქვეყნისა და ლარის კურსის სტაბილურობისთვის ჩვენ უნდა დავსახოთ, რა თანხა გვჭირდება და ამ თანხის მისაღებად რამდენპროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა საჭირო.

თუ მაღალი ეკონომიკური ზრდა გაქვს და მაინც ვერ აღწევ იმ შედეგს, რომ ადამიანი ბედნიერი და კმაყოფილი იყოს, ეს უფრო ცუდია, ვიდრე პატარა ზრდა. ეს არის სწორი ეკონომიკური ფორმულა და არა სიტყვების ბრახაბრუხი მხოლოდ იმიტომ, რომ მერე ესა თუ ის პარტია, ამის გამო ავირჩიოთ“-აღნიშნა ჭყონიამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები