LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ Microsoft-ის ნოუთბუქი გაგიფუჭდათ, მას ვეღარ შეაკეთებთ

129

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ კომპანია Microsoft-ის ნოუთბუქის, Surface Laptop-ის უკანა მხარეს არ არსებობს ხრახნი, რომელიც მოწყობილობის შეკეთებას დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ნოუთბუქის აკუმულატორი პირდაპირ კორპუსზეა მიმაგრებული, ამიტომ მისი შეცვლა, ფაქტობრივად შეუძლებელია.

ექსპერტებმა მას „დაწებებული კოშმარი“ შეარქვეს და განაცხადეს, რომ ნოუთბუქი, ფაქტობრივად ერთჯერადია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები